„ინტერის“ ხელმძღვანელობა მრავალსვლიანი ფინანსური კომბინაციის ჩატარებას გეგმავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ პოლ პოგბა შეიძინოს, – იუწყება Gazzetta dello Sport.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბი იჯარის წესით გასხვისებულ მაურო იკარდის (პსჟ) და ივან პერიშიჩს (ბაიერნი) ტრანსფერზე დააყენებს, რომ სასურველი ფეხბურთელის გუნდში გადმოსაყვანად თანხა მოაგროვოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ პერიშიჩის გამოსყიდვას გეგმავს, იკარდის შეძენით კი „ატლეტიკოა“ დაინეტერესებული.