„ინტერი“ მზად არის, რომ „ბრეშიას“ სანდრო ტონალის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს, – იუწყება Sport Mediaset.
„ბრეშიას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სატრანსფერო პერიოდში ტონალის 50 მლიონ ევროდ გაასხვისებს, თუმცა „ინტერი“ ჯერჯერობით ერთადერთი კლუბია, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას ასახელებს.
სანდრო ტონალით დაინტერესებულები არიან: „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“, „იუვენტუსი“ და „რომა“, მაგრამ ამ კლუბებს კონკრეტული შემოთავაზება „ბრეშიას“ ხელმძღვანელობასთან არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლო ტონალის იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს.