„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის ახალი ლიდერია
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის ახალი ლიდერია

სერია A-ს ახალი ლიდერი მილანის „ინტერი“ გახდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა “კიევო” და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

ჰეთ-თრიკი შეასრულა ივან პერიშიჩმა. კიდევ ორი გოლი შკრინიარმა და იკარდიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელისთვის ეს იყო 94-ე გოლი “ინტერის” მაისურით. შესაბამისად, 24 წლის არგენტინელი მილანური კლუბის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის შევიდა.

ცნობისთვის, „ინტერის“ ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი ჯუზეპე მეაცაა – 284 გოლით.

15 ტურის შემდეგ, „ინტერმა“ 39 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო „ნაპოლის“. ორი ქულით ჩამორჩება ახალ ლიდერს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“.