იტალიური „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით 63 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“. წყაროს ინფორმაციით, კლუბის კონტრაქტებში „პირელისთან“, „ნაიკისთან“ და „სუნინგთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე განსაზღვრული თანხებია მითითებული.
ჯამში მილანურ კლუბს 63 მილიონის შოვნა შეუძლია. ბოლო ტურის წინ „ინტერი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. გადამწყვეტ მატჩში მილანელები საკუთარ კედლებში ემპოლის დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებული აქვთ ლიგაზე ასპარეზობა.