იტალიურ „ინტერს“ განზრახული ამერიკულ კლუბ „ინტერ მაიამის“ სასამართლოში უჩივლოს, იტყობინება „კალჩიომერკატო“ (calciomercato.com.)
„ემ ელ ესის“ (MLS) გუნდს სხვისი სამარკო მარკის გამოყენებაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ მფლობელი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექემია.კლუბს ამერიკულ ლიგაში დებიუტი 2020 წელს აქვს განძრახული.
მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული სახელი „ინტერი“, ამიტომაც გულშემატკივრებთან არ არის ასოცირებული ერთი კლუბი, – ნათქვამია „ემ ელ ესის“ განცხადებაში.