რომელი გუნდის ფორმაში ისურვებდით ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას - მოარგეთ მაისური #1TVSPORT
რომელი გუნდის ფორმაში ისურვებდით ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას - მოარგეთ მაისური #1TVSPORT

ესპანეთთან და საბერძნეთთან ეფექტურად ჩატარებული მატჩის შემდეგ უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბზე ბევრს წერს. დასახელდა „რეალი“, „სევილია“, „ბაიერნი“, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გაამხილა ხუთი გუნდი, რომლებიც კონკრეტული წინადადებით სატრანსფერო ფანჯრისას დაუკავშირდა. მათ შორის იყო იტალიური „ტორინო“, „სასუოლო“, „უდინეზე“, გერმანული „ზალცბურგი“…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანეთთან მატჩისას კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები ჩამოვიდნენ. ამ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა არა მხოლოდ თბილისში მყოფები, ევროპის არაერთი წამყვანი კლუბის სელექციონერები დააინტერესა.

როგორ განვითარდება მოვლენები, სად განაგრძობს კარიერას ხვიჩა კვარაცხელია, ახლო მომავალში გავიგებთ. მანამდე კი ინტერაქციულ ფოტოს გთავაზობთ – შეგიძლიათ თავად შეურჩიოთ მას შესაფერისი კლუბის მაისური.

შვიდი კლუბის ფორმის პარალელურადაა თეთრი მაისური, რომელზეც თავად შეგიძლიათ დაიტანოთ სასურველი გუნდის ლოგო, რომელიც ფოტოს ქვემოთაა მოცემული.