„ინტერ მაიამის“ მწვრთნელმა უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, რომ მესი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ მწვრთნელმა უარყო პრესაში გავრცელებული ხმები, რომ მესი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ უარყო პრესაში გავრცელებული ვარაუდი, რომ მათი გუნდის არგენტინელი ლიდერი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე მოედანზე არ გამოჩნდება.

„შექმნილ სიტუაციას მატჩიდან მატჩამდე დავაკვირდებით. შესაძლოა, მესიმ უკვე „ჩიკაგოსთან“ ან „ცინცინატისთან“ შეხვედრაში ითამაშოს. ის გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ინდივიდუალურად ემზადება. რაც მთავარია, თავს სულ უფრო უკეთესად გრძნობს“, – განაცხადა „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ სამი მატჩი უკვე გამოტოვა და 21 სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.