ინტენსიური ტესტირების პროგრამაში ჩართული იქნება როგორც სწრაფი,​ ასევე „პისიარ“ ტესტები
ინტენსიური ტესტირების პროგრამაში ჩართული იქნება როგორც სწრაფი,​ ასევე „პისიარ“ ტესტები

ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გამოყენებული იქნება სწრაფი ტესტებიც და ასევე „პისიარტესტებიც.

ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს ჩაკეტვის პერიოდში ეფექტური და გაფართოებული ტესტირების მიზნობრივ ჩატარებას, რათა მოხდეს დროული აღმოჩენა ყველა იმ შემთხვევის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ეს ხელს შეუწყობს მათ იზოლაციას და შესაბამისად, იმოქმედებს ინფექციის გავრცელების კლებაზე. ეს არის მიზანი.

იქნება ჩართული სწრაფი ტესტებიც და ასევე „პისიარტესტებიც, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოქროს სტანდარტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, დღეში გაკეთდება 20 ათასი ტესტი.

დატოვე კომენტარი