ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი" სიღნაღის თეატრში წარმოდგენას გამართავს
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი" სიღნაღის თეატრში წარმოდგენას გამართავს

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი” სიღნაღის თეატრს ესტუმრება.

ინტეგრირებული დასი სპექტაკლს „საახალწლო აურზაური საზღაპრეთში“ წარმოადგენს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, ბაჩო გაბრუაშვილის ინფორმაციით, წარმოდგენა სპეციალურად საახალწლო თემატიკაზეა შექმნილი, თეატრის მსახიობები ცნობილი ზღაპრების გმირებს განასახიერებენ.

„იქნებიან ფერიები, კომბლე, ნაცარქექია, ყინულის დედოფალი, კარლსონი და ფრეკენ ბოკი, ბოროტი დედინაცვალი, წითელქუდა, მგელი და ბევრი სხვა გმირი. სანახაობა გაფორმებულია საოცარი კოსტიუმებით, სიმღერებით, ზღაპრის გმირების საახალწლო სამზადისითა და კეთილი დასასრულით“, – აცხადებს რეჟისორი.

სპექტაკლი 15 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წელს და აერთიანებს 16 შშმ და ხუთ ტიპიური განვითარების მქონე მოყვარულ და პროფესიონალ მსახიობს.