Instagram-ის დამაარსებლებმა კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა თანამდებობა დატოვეს
Instagram-ის დამაარსებლებმა კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა თანამდებობა დატოვეს

სოციალურ ქსელ Instagram-ის დამაარსებლებმა კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა თანამდებობა დატოვეს.

„მე და მაიკი მადლიერები ვართ კომპანიაში გატარებული ბოლო რვა წლისთვის. ახლა მზად ვართ, ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყოთ”,- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისტრომი და კრიგერი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოტა ხნით დასვენებას აპირებენ.

ჯერ Facebook-ში, რომლის მფლობელობაშიცაა Instagram-ი, სისტორიმისა და კრიგერის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.