ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო პროგრამას იწყებს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო პროგრამას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ახალი მასშტაბური საგრანტო პროგრამის შესახებ გამოაცხადებს, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროგრამა ბიზნესის მეტ დაინტერსებას გამოიწვევს.

„ბიზნესს მოვუწოდებ, დღეს აუცილებად უყუროს საინფორმაციო პროგრამებს. საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოცხადებს სრულიად ახალ პროგრამას, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს. ეს იქნება ძალიან მასშტაბური საგრანტო პროგრამა, რომელიც სიღრმისეულად შეცვლის პროცესებს და ბიზნესის კიდევ მეტ დაინტერესებას გმოიწვევს. რაც მთავარია, ეს პროგრამა კერძო კაპიტალს გააჩენს ინოვაციურ ბიზნესში და არ  იქნება მხოლოდ სახელმწიფოსაგან დაფინანსებული პროექტები“, – განმარტა კასრაძემ.

ახალი საგრანტო პროგრამის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებას დღეს საღამოს ტექნოპარკში იგეგმება.