ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბაქოს ბიზნეს ფაბრიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბაქოს ბიზნეს ფაბრიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ბაქოს ბიზნეს ფაბრიკას (BBF) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ქართველ და აზერბაიჯანელ სტარტაპერებს შორის სინერგიის ხელშეწყობის მექანიზმების განვითარებისა და ინსტიტუტებს შორის აქტიური თანამშრომლობის წახალისების  სურვილი გამოთქვეს.

ქართველმა დელეგატებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ინოვაციების ეკოსისტემის მშენებლობის თვალსაზრისით წარმატებული მოდელების შექმნისა და სრულყოფის მიმართულებით.

ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა წარმატებულ აზერბაიჯანულ სტარტაპებს, მათ მიერ შექმნილ პროდუქტებსა და სერვისებს.

მხარეები ქართველი სტარტაპებისთვის BBF-ის საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობის შესაძლებლობის მიცემასა და აზერბაიჯანულ ბაზარზე გასვლის საკითხში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.