ინჯგია „აპოლონს“ ტრავმის გამო ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ინჯგია „აპოლონს“ ტრავმის გამო ვერ დაეხმარება #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში „აპოლონი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, საკუთარ მოედანზე პაეკ-ს უმასპინძლებს, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ რეზი ინჯგია ამ მატჩს გამოტოვებს,

ლიმასოლის კლუბის პრესსამსახურმა მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა შემადგენლობით ემზადება გუნდი სათამაშოდ და ამ სიაში მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილი ფიგურირებს, 20 წლის ქართველი თავდამსხმელის გვარი კი არ არ არის.

„აპოლონის“ პრესსამსახურის ცნობით, რეზი ინჯგია იმ ფეხბურთელების სიაში აღმოჩნდა, რომლებსაც ბოლო პერიოდში პრობლემა ტრავმის გამო შეექმნათ. როგორც გაირკვა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს ბოლო რამდენიმე დღეა დისკომფორტი აწუხებს და ამიტომ ორშაბათს დაგეგმილ თამაშს ტოვებს.

რევაზ ინჯგია ზაფხულში ჩაირიცხა ლიმასოლის „აპოლონში“, რომელმა სეზონი კარგად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ 21 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, პაეკ-თან ტურის მატჩის მოგების შემთხვევაში კი ლარნაკას აეკ-თან (20 ქულა) უპირატესობას გაზრდის.