ინიესტას მორიგი გოლი – შედევრი იაპონიის ჩემპიონატში [ვიდეო]

22:21, 15.08.2018

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ იაპონიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ტურში შეძლო გოლის გატანა.

„ვისელ კობეს“ 34 წლის ვეტერანმა ჯეი ლიგის 22-ე ტურში „ჰიროსიმა სანფრისის“ კარი აიღო. ამჯერადაც მას ასისტენტობა გერმანელმა ლუკას პოდოლსკიმ გაუწია.

ინიესტას იაპონიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი