ინიესტას ინტერვიუს დროს ტრიბუნა ჩამოინგრა, დაშავდა 18 ადამიანი
ინიესტას ინტერვიუს დროს ტრიბუნა ჩამოინგრა, დაშავდა 18 ადამიანი

ბარსელონაში ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას ინტერვიუს დროს, დროებითი ტრიბუნა ჩამოინგრა, – წერს ესპანური გაზეთი Marca. ინციდენტის შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა.

ტრიბუნამ „ბარსელონას“ ნახევარმცველის ინტერვიუს სანახავად მისული მაყურებლების სიმძიმეს ვერ გაუძლო. 18 ადამიანიდან სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. შვიდს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენები საავადმყოფოში იმყოფებიან.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.