„ბარსელონას“ ლეგენდარული ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობს, განაცხადა, რომ კატალონურ კლუბში დაბრუნება სურს.
ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებით, ის მხარში უდგას მშობლიურ კლუბს იმის მიუხედავად, ვინ თამაშობს დღეს „ბარსელონაში“.
„ბარსელონას“ განსაკუთრებული სიმპატიით ვადევნებ თვალს, თუმცა, მასში სულ სხვა გუნდს ვხედავ. ჩემი დროების შემდეგ, იქ ბევრი რამ შეიცვალა, სხვა ადამიანები თამაშობდნენ. მაგრამ იდეა ძველი დარჩა. დროება ცუდიც შეიძლება იყოს და კარგიც.
დაბრუნება? რა თქმა უნდა, მე ამას ვისურვებდი. ამ კლუბში ბევრი წელი გავატარე. არასოდეს იცი, რა იქნება მომავალში“, – მოჰყავს ინიესტას სიტყვები BBC-ის.
37 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ 2002-18 წლებში თამაშობდა.