ინგუშეთში საპროტესტო აქციების რვა მონაწილე დააკავეს
ინგუშეთში საპროტესტო აქციების რვა მონაწილე დააკავეს

ინგუშეთში საპროტესტო აქციების რვა მონაწილე დააპატიმრეს. მათ პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

დაპატიმრებულთა შორის არის ინგუშეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების საბჭოს მეთაური ბაგაუზინ ხატუევი. დაკავებულებს სასჯელის მაქსიმალურ ზომად 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 26 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტები ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურის იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას და ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვრის შეცვლის შესახებ შეთანხმების გაუქმებას ითხოვდნენ.