ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმება გააუქმა
ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმება გააუქმა

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმება გააუქმა. სასამართლოს დადგენილებით, რესპუბლიკის მოსახლეობის აზრის იგნორირებით ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება რესპუბლიკის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სასამართლოს დადგენილებაში ასევე წერია, რომ ხელშეკრულების გაფორმებაც კი, პროცედურული დარღვევებით მოხდა. ინგუშეთის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ინგუშეთის პარლამენტი ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების გაუქმების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს. პარალელურად, ინგუში ერის მსოფლიო კონგრესის მონაწილეებმა სასაზღვრო შეთანხმება არაკონსტიტუციურად გამოაცხადეს.

შეთანხმების წინააღმდეგ ინგუშეთში საპროტესტო აქციები 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა სასაზღვრო ზონაში ტერიტორიების გაცვლის ხელშეკრულება 26 სექტემბერს გააფორმეს.

დატოვე კომენტარი