ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების კანონიერების საკითხს განიხილავს
ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების კანონიერების საკითხს განიხილავს

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან გაფორმებული სასაზღვრო შეთანხმების კანონიერების საკითხს განიხილავს.

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატებმა მოითხოვეს. სასამართლოში წარდგენილია მოქალაქეების საჩივარიც, რომელიც უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უკავშირდება.

ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის ხელშეკრულება ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა 26 სექტემბერს გააფორმეს. შეთანხმების რატიფიცირება ორივე რესპუბლიკის პარლამენტმა 4 ოქტომბერს მოახდინა. შეთანხმების მიხედვით, ინგუშეთმა და ჩეჩნეთმა სასაზღვრო ზონაში ტერიტორიის ნაწილი გაცვალეს. შეთანხმება ინგუშეთში 40 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში აქცია 31 ოქტომბერს განახლდება.