ინგუშეთის მეთაური - ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება კონფლიქტის ასაცილებლად გავაფორმეთ
ინგუშეთის მეთაური - ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება კონფლიქტის ასაცილებლად გავაფორმეთ

ინგუშეთის მეთაურ იუნუს-ბეკ ევკუროვის თქმით, ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება კონფლიქტის ასაცილებლად გაფორმდა. მისივე თქმით, აგვისტოში არშტის დასახლებასთან ახლოს ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩეჩენ მეგზევეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

„სწორედ ამან გვიბიძგა, რათა დაგვეწყო მუშაობა ადმინისტრაციული საზღვრის დადგენაზე. ინგუშეთსა და ჩეჩნეთში შეიქმნა კომისიები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა ეს საკითხი“, – განაცხადა ევკუროვმა.

მისივე თქმით, ამ შეთანხმების გადახედვა აღარ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერის მიერ სექტემბრის ბოლოს გაფორმებულმა შეთანხმებამ, ინგუშების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგასში დაიწყო საპროტესტო აქციები. დღეს მანიფესტაცია დროებით შეწყდა. როგორც რუსული მედია წერს, აქციები 31 ოქტომბრიდან განახლდება.

დატოვე კომენტარი