ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრი გახდა

16:26, 25.01.2019

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა  2019 წლის იანვრიდან ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრი გახდა.  თბილისში ცერემონიას ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერა.

შეხვედრაზე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრმა, რომელიც აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელია ქვეყანაში, გასული წლის ანგარიში წარმოადგინა.

ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ინგოროყვამ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში ძვლის ტვინის გადანერგვის 50 ოპერაცია ჩატარდა და ყველა წარმატებულად. ღონისძიებას ევროპის ძვლის ტვინის ტრსნსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი ნოკოლაუს კრეოგერი, ასევე მედიცინის სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი