ინგოროყვას კლინიკაში ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
ინგოროყვას კლინიკაში ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“, ე.წ. ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში.

„ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა სხვა სპეციალისტებით“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკა შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.

ამასთან, საქართველოში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.