ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილი აქციაზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მათთან შეიყვანეს აქციის დროს დაშავებული 17 პაციენტი.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, 17 დაშავებულიდან შვიდის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ათი პაციენტი კი გაეწერა ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.
ინგოროყვას კლინიკაში ამ ეტაპზე აქციაზე დაშავებული ათი პაციენტი რჩება.
„ათივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალ ეტაპობრივად ვგეგმავთ გაწერას. ძირითადად აღენიშნებათ თავის ტვინის ტრავმები, სახის ძვლების მოტეხილობები, ცხვირის ტრავმა. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნებათ“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა.