ინგმინგ იენგი - ენერგეტიკის სფეროში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმება საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგოწყაროების ათვისების შესაძლებლობას
ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგოწყაროების ათვისების შესაძლებლობას, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინგმინგ იენგმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას.
„გილოცავთ ამ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერას. პროექტი ეროვნულ ენერგოსისტემაში ინტეგრაციას განაპირობებს და ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას. ეს საეტაპო მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ფინანსური წინსვლაა, არამედ კერძო სექტორის საინვესტიციო მიმართულებით გააქტიურებაც. ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგოწყაროების ათვისების შესაძლებლობას. აზიის განვითარების ბანკი სიამოვნებით ერთვება პროექტში და განსაკუთრებით მიესალმება კერძო სექტორის ჩართულობის პერსპექტივას. დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინგმინგ იენგმა.