ინგლისური პრესა - ზიდანმა ინგლისურის შესწავლა დაიწყო და მანჩესტერთან მოლაპარაკებას აწარმოებს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზინედინ ზიდანთან წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო – იტყობინება “ბეინსპორტსი“ (BEINSPORTS). კლუბი ეძებს მთავარი მწვრთნელის – ჟოზე მოურინიოს შემცვლელს, რომელსაც პოსტიდან, სავარაუდოდ ძალიან მალე დაითხოვენ.
პარალელურად, გაზეთი „სანი“ (The Sun) წერს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო, რათა ახალი სამუშაოსთვის მზად იყოს.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „იუნაიტედმა“ 1:3 წააგო „ვესტ ჰემთან“ და შვიდი ტურის შემდეგ, 10 ქულით, მეათე ადგილზეა.