ინგლისური პრესა - სერ ალექს ფერგიუსონი სოლსკიაერს შემადგენლობის დაყენებასა და წინასამატჩო ანალიზში ეხმარება
„მაჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი ამჟამინდელ მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერს კლუბში მენეჯერული ფუნქციების შესრულებაში ეხმარება.
სერ ალექსი ნორვეგიელს რჩევებს აძლევს ცალკეულ მატჩებზე „იუნაიტედის“ შემადგენლობის დაყენებაში. გაზეთი „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“ ირწმუნება, რომ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, ფერგიუსონი ორჯერ იმყოფებოდა „მანჩესტერის“ ბაზაზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გუნდის შემადგენლობაზე.
გარდა ამისა, 77 წლის შოტლანდიელი ეხმარება მწვრთნელს წინასამატჩო ანალიზსა და ფეხბურთელთა შერჩევაში. ნორვეგიელი მწვრთნელი, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებს ამ რჩევებს, მაგრამ ყველა საკითხში საბოლოო გადაწყვეტილება მას ეკუთვნის.
ცნობილია, რომ ფერგიუსონი კერინგტონის ბაზაზე მივიდა, რათა „ტოტენჰემთან“ გასვლითი მატჩის წინ გუნდის ვარჯიში ენახა. ეს შეხვედრა „იუნაიტედმა“ 1:0 მოიგო.
ოლე-გუნარ სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველი ექვსი მატჩი ზედიზედ მოიგო.
„იუნაიტედს“ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.