ინგლისური პრესა - კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ გაშვება მოითხოვა
ინგლისური პრესა - კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ გაშვება მოითხოვა

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ “სამეფო კლუბს” “მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდვა მოთხოვა და თან ფასიც დააწესა – არა უმეტეს 100 მილიონი ევრო.

Daily Record-ის მონაცემებით, რონალდუსა და “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ ფეხბურთელს მასთან ლაპარაკიც არ უნდა.

გამოცემის ცნობით, კრიშტიანუმ “რეალის” ხელმძღვანელობას რეალური ფასის დადება თხოვა, რადგან პორტუგალიელის კონტრაქტში გასაყიდ თანხად ერთი მილიარდი ევროა მითითებული. რონალდუს უნდა, რომ “რეალი” დათანხმდეს მის გაშვებას „მანჩესტერ იუნაიტედში” 100 მილიონ ევროდ.

პორტუგალიელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.