ინგლისურ ფეხბურთში დროებითი გაძევება შემოაქვთ

16:32, 30.07.2019

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება – შემოიღოს რამდენიმე დივიზიონში დროებითი გაძევების წესი. ფეხბურთელებს არბიტრებთან კამათისთვის 10 წუთით დაატოვებინებენ მოედანს. ამის შესახებ გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ (The New York Times) დაწერა.

ამგვარი წესი გასულ სეზონშიც გამოიყენებოდა, მაგრამ სატესტო რეჟიმში. აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მსაჯებთან კამათი 38 პროცენტით შემცირდა.

„ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბოლო ორ სეზონში წარმატებით გატესტა დროებითი გაძევება. ამის შემდეგ, მივიღეთ დადებითი შეფასებები მოთამაშეებისგან, მსაჯებისგან და მწვრთნელებისგან. ამიტომაც, დროებითი გაძევება შემოგვაქვს რამდენიმე ლიგაში. ეს აუცილებელი წესი იქნება ეროვნული ლიგის მეხუთე დონემდე, ქალთა მესამე ლიგასა და უფრო ქვედა დივიზიონებში“, – წერია განცხადებაში.

არბიტრთან კამათისთვის მოთამაშეს უჩვენებენ ყვითელ ბარათს, რის შემდეგაც, მსაჯი მიუთითებს ფეხბურთელს „საჯარიმო სკამისკენ“. ორი ასეთი დროებითი გაძევება წითელი ბარათისა და მატჩის ბოლომდე გაძევების ტოლფასი იქნება.

მსგავსი