ინგლისში სრულად ვაქცინირებულ პირებს, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ
ინგლისში სრულად ვაქცინირებულ პირებს, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, სანაცვლოდ ვაქცინირებულ პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, ჩაიტარონ პრჯ ტესტი.
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, 30 ათასამდე ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
104 პაციენტი ემსხვერპლა.