ინგლისში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებმაც კანაფის მეურნეობის ვიდეო ტელეფონში შემთხვევით სამართალდამცველებს აჩვენეს
ინგლისში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებმაც კანაფის მეურნეობის ვიდეო ტელეფონში შემთხვევით სამართალდამცველებს აჩვენეს

ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციამ ორი ადამიანი ნარკოტიკების წარმოების ბრალდებით დააკავა.

ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაკავებულებმა სამართალდამცველებს ტელეფონში კანაფის მეურნეობის ვიდეო შემთხვევით აჩვენეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ნორთუმბრიის პოლიციის თქმით, სამართალდამცველებმა მანქანა გააჩერეს, რომლითაც ორი ეჭვმიტანილი მგზავრობდა. ერთ-ერთმა მათგანმა ინგლისური ენის არცოდნის გამო, საკუთარ ტელეფონში „Google Translate“-ის გამოყენება სცადა, რა დროსაც ტელეფონის ეკრანზე კანაფის მეურნეობის ვიდეო გამოჩნდა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახლომდებარე სახლის სამ სართულზე იყო განთავსებული.

38 და 22 წლის მამაკაცები ნარკოტიკების წარმოების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს მაქსიმუმ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.