ინგლისის სავაჭრო ცენტრებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება
ინგლისის სავაჭრო ცენტრებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

ინგლისის მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ახალი წესები ინგლისის მასშტაბით 24 ივლისს შევა ძალაში.

მაღაზიებში პირბადის გარეშე შესვლა 100 ფუნტით დაჯარიმდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება მაღაზიების თანამშრომლებისთვის.

ინგლისში, ივნისიდან სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა სხვა დახურულ სივრცეებში სავალდებულო წესები არ მოქმედებდა.