ინგლისში კოვიდტესტების ​ერთ-ერთმა ლაბორატორიამ, არასწორი პასუხების გამო, მუშაობა შეაჩერა
ინგლისში კოვიდტესტების ​ერთ-ერთმა ლაბორატორიამ, არასწორი პასუხების გამო, მუშაობა შეაჩერა

ინგლისში, კოვიდტესტების ​ერთ-ერთმა ლაბორატორიამ, არასწორი პასუხების გამო, მუშაობა შეაჩერა.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაახლოებით 43 ათასს ადამიანს შესაძლოა, არასწორად აცნობეს, რომ მათი კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

ვულვერჰემპტონის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტირება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გამოძიების შემდეგ შეჩერდა. ამჟამად ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები უკავშირდებიან იმ პირებს, ვისი კოვიდტესტის პასუხიც შესაძლოა, არასწორი ყოფილიყო, რათა მათ ლაბორატორიული შემოწმება ხელახლა ჩაიტარონ.

ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტების არასწორ პასუხებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაერთ ადამიანს, რომელსაც სწრაფმა ტესტმა კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა, ლაბორატორიის „პისიარ“-ტესტის უარყოფითი პასუხი მიუვიდა.