ინგლისში ფერადკანიანთა საფეხბურთო კოალიცია შეიქმნა
ინგლისში ფერადკანიანთა საფეხბურთო კოალიცია შეიქმნა

ინგლისური ფეხბურთის ფერადკანიანმა მწვრთნელებმა შექმნეს ახალი ორგანიზაცია, რომლის მიზანია – ფეხბურთში რასიზმთან ბრძოლა.

შავკანიანთა საფეხბურთო კოალიცია (Football’s Black Coalition, FBC) აპირებს ზეწოლას იმ ჩინოვნიკებზე, რომელთა მიზეზითაც ინგლისურ ფეხბურთში რამდენიმე ფერადკანიანი მწვრთნელი და ერთადერთი მსაჯი მუშაობს, გარდა ამისა, არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავთ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის, პრემიერლიგისა და საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელ სტრუქტურებში. პერსპექტივაში ამან შეიძლება შექმნას ფერადკანიან მოთამაშეთა პროფკავშირი, რომელშიც შევლენ ძველი და მოქმედი ვარსკვლავები, – იტყობინება „დეილი მირორი“. FBC სწრაფად იზრდება: მოქმედმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა გააერთიანეს ძალისხმევა მწვრთნელებთან და ერთად აპირებენ გარდაქმნების მიღწევას.

კოალიციაში განაცხადეს, რომ უკმაყოფილონი არიან Kick It Out-ის მუშაობით – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული.