ინგლისში ფანების დაპატიმრებების რიცხვით „სტოკი“ ლიდერობს
ინგლისურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია გასულ სეზონში ინგლისში საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივართა დაპატიმრებების შესახებ.
როგორც იტყობინებიან, ფანების დაპატიმრებათა რიცხვი ინგლისში ყველა დონის საფეხბურთო მატჩებზე შემცირდა – 1381 შემთხვევა 2017-18 წლების სეზონის 1542-თან შედარებით. ამასთან, 18 პროცენტით გაიზარდა მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების აკრძალვათა რიცხვმა. დღეს, ასეთი აკრძალვა მოქმედებს 1771 ფანის მიმართ.
დაპატიმრებული გულშემატკივრების რიცხვით, 2018-19 წლების სეზონის ლიდერია „სტოკ სიტი“ – 80 დაპატიმრება. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ „ლიდსი“ (49) და „ასტონ ვილა“ (42). მეოთხე ადგილზეა „შეფილდი“ (41), მეხუთეზე – „მანჩესტერ სიტი“ (39).