ინგლისში აშშ-დან ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
ინგლისში აშშ-დან ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ინგლისში ჩასულ ამერიკელ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შაპსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ „წითელი ქვეყნების“ სიაშია და აშშ-დან ჩასული მგზავრებისთვის კარანტინის გავლა აუცილებელი იქნება.

„აშშ-მა საკმაოდ ადრე აკრძალა ფრენები ბრიტანეთიდან და ევროპიდან, ასე რომ, მათი მხრიდან საპასუხო შეთანხმება ამ საკითხზე არ არსებობს“, – აცხადებს მინისტრი.

ბრიტანეთის მთავრობის ბოლო განცხადების მიხედვით, ინგლისი საზღვრებს 50-ზე მეტ ქვეყანას გაუხსნის.

ამასთან, ინგლისში უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ამ ქვეყნების სრული ჩამონათვალი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.