ინგლისში 14 სექტემბრიდან ღია და დახურულ სივრცეებში ექვს ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება
ინგლისში 14 სექტემბრიდან ღია და დახურულ სივრცეებში ექვს ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება

ინგლისში, ღია და დახურულ სივრცეებში ექვს ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება. შეზღუდვა ძალაში 14 სექტემბრიდან შევა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, გამონაკლისს წარმოადგენს სკოლები, სამუშაო ადგილები, ან ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით ორგანიზებული ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და სპორტული ღონისძიებები.

გამონაკლისების სრული სია მთავრობის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

აკრძალვის დარღვევა 100-დან 3 200-მდე ფუნტის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი