ინგლისმა სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა - ეს ჯგუფის გამარჯვებულისთვის ანტირეკორდია #1TVSPORT
ინგლისმა სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა - ეს ჯგუფის გამარჯვებულისთვის ანტირეკორდია #1TVSPORT

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ინგლისმა ჩეხეთი 1:0 დაამარცხა და „დ“ ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

გარეტ საუთგეიტის გუნდმა სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ჯგუფის გამარჯვებულის მიერ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია. აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის მოგება მხოლოდ ორი გოლით ვერავინ შეძლო.

ამავე დროს, ბრიტანელებმა ჯგუფური ეტაპი ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოიგეს. მანამდე მათ წარმატებას მიაღწიეს 1996 და 2012 წლებში მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ერთი გოლიც არ გაუშვა, რადგან მოიგო ხორვატიასთან (1:0) და ჩეხეთთან (1:0), ხოლო შოტლანდიასთან (0:0) დაპირისპირება ფრედ დაასრულა.

ინგლისი პლეი ოფში ტოპ-გუნდს დაუპირისპირდება, რადგან ის „ფ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. ამ ჯგუფში პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი თამაშობენ და ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსს ოთხივე ნაკრები ინარჩუნებს.

ძირითადი სტატისტიკა

ინგლისმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო ანგარიშით 1:0.

სტერლინგმა ბოლო 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ინგლისმა მოიგო 12-ივე მატჩი, სადაც სტერლინგმა გაიტანა.

სტერლინგი ინგლისის პირველი ფეხბურთელია 2004 წლის შემდეგ, ვინც ევროზე გაიტანა ერთზე მეტი გოლი. უეინ რუნიმ და ფრენკ ლამპარდმა ევრო2004-ზე 1-1 გაიტანეს.

ეს იყო გარეტ საუთგეიტის 57-ე თამაში ინგლისის სათავეში. მან ნაკრების შემადგენლობაში იგივე რაოდენობის თამაშები ჩაატარა, როდესაც ფეხბურთელი იყო. საუთგეიტი ერთადერთია, რომელმაც ინგლისის ნაკრებში 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში.