ინგლისმა ჰოლანდიაში მოიგო, საუტგეიტის გუნდი 537 წუთია, გოლს არ უშვებს
ინგლისმა ჰოლანდიაში მოიგო, საუტგეიტის გუნდი 537 წუთია, გოლს არ უშვებს

ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება ჰოლანდიაში, “ამსტერდამ არენაზე” გააგრძელა თავისი წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა. გარეტ საუტგეიტის გუნდის მეტოქე განახლებული ჰოლანდიის ნაკრები იყო, რომლის რიგებშიც, მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანს  დებიუტი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისს ჰოლანდიაში შვიდი სტუმრობიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული – შორეულ 1993 წელს.

კუმანის დებიუტი წარმატებული არ გამოვიდა – ინგლისმა, რომელიც ტრავმირებული ჰარი კეინის გარეშე თამაშობდა, ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. თავი გამოიჩინა ჯესი ლინგარდმა 59-ე წუთზე. ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პირველი გოლია ნაკრებში (მეცხრე მატჩში).

ინგლისმა 1:0 მოიგო. ეს გუნდი ექვსი მატჩია, გოლს არ უშვებს და “მშრალმა” სერიამ უკვე 537 წუთს მიაღწია.

ბოლოს, ინგლისელებმა გოლი 2017 წლის სექტემბერში, სლოვაკეთისგან გაუშვეს.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ჰოლანდია: ზუტი, დე ლიგტი, ვან დეიკი, დე ფრაი (ვეგჰორსტი, 89), ჰატებური, ვიინალდუმი, სტროტმანი (ვან დე ბეკი, 89), დეპაი, პრომესი (პროპერი, 66), ვან ანჰოლტი, დოსტი (ბაბელი, 66).
ინგლისი: პიკფორდი, სტოუნზი, უოკერი, გომესი (მაგუაირი, 10/დაიერი, 89), ტრიპიერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, ლინგარდი (ალი, 68), სტერლინგი (უელბეკი, 68), როუზი (იანგი, 71), რეშფორდი (ვარდი, 67).

ინგლისი შემდეგ შეხვედრას 27 მარტს, საკუთარ მოედანზე იტალიასთან გამართავს.