ინგლისის სტატისტიკის სამსახური - ინგლისსა და უელსში კორონავირუსით დაღუპული ყოველი ათი ადამიანიდან ცხრას სხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა
ინგლისის სტატისტიკის სამსახური - ინგლისსა და უელსში კორონავირუსით დაღუპული ყოველი ათი ადამიანიდან ცხრას სხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა

ინგლისსა და უელსში კორონავირუსით დაღუპული ყოველი ათი ადამიანიდან ცხრას სხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, „ბიბისი“, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისის“ თანახმად, სტატისტიკური მონაცემები მარტში „კოვიდ-19“-ით დაღუპული 4 000-მდე ადამიანის ცნობებით შეგროვდა. ბრიტანეთის „სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის“ მონაცემებით, დაღუპულების 91 პროცენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა. ყველაზე გავრცელებული იყო გულის დაავადებები და რესპირატორული პრობლემები.