ინგლისის ქალაქ ბრისტოლში ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს
ინგლისის ქალაქ ბრისტოლში ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს

პოლიციის უფლებამოსილების გაძლიერების მოწინააღმდეგეთა აქცია ინგლისის ქალაქ ბრისტოლში სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა მთავრობის ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას საპროტესტო აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ათასობით დემონსტრანტი ბრისტოლის ცენტრში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევით შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით ე.წ. ფოიერვერკები გაუშვეს და პოლიციის შენობებზე წარწერები გააკეთეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა ხელკეტებით და ფარებით სცადეს. მომიტინგეებმა აქციაზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით, როგორიცაა: „ის დღე, როდესაც დემოკრატია გახდა დიქტატურა“ და „ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ ასე მარტივად“.

მთავრობის „პოლიციის, დანაშაულის, სასჯელისა და სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტშია, პოლიციას ახალ უფლებამოსილებას მისცემს, დააწესოს დრო და შეზღუდოს ხმაური ქუჩის საპროტესტო აქციებზე.