ინგლისის პრესტიჟი „ასტონ ვილამ“ გადაარჩინა - კონფერენციის ლიგა, 1/4-ფინალი, საპასუხო მატჩები [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ასტონ ვილა“ პრემიერლიგის ერთადერთ გუნდია, რომელიც ამ სეზონის ევროტურნირებს შემორჩა.
* „ასტონ ვილა“ 1982 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების ნახევარფინალში. მაშინ ბირმინგემულმა გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო.
* „ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ზედიზედ მოიგო ბოლო ხუთი პენალტების სერია კლუბსა და არგენტინის ნაკრებში.
* ემილიანიო მარტინესმა „ლილთან“ პენალტების სერიისას ყვითელი ბარათი მიიღო. მანამდე მას უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება მატჩის მსვლელობისას, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა არგენტინელი არ გააძევა, რადგან 11-მეტრიანების სერიისას არ ითვალისწინებენ ძირითად დროში მიღებულ ბარათებს.
* „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ზედიზედ მერვედ გავიდა თავისი გუნდებით ევროტურნირების ნახევარფინალში.
ლილი-ასტონ ვილა 2:1 პენ. 3:4 (1:2)
გოლები: 1:0 იაზიჯი (15), 2:0 ანდრე (67), 2:1 კეში (87)
ფიორენტინა-პლზენი 2:0 დ.დ. (0:0)
გოლები: 1:0 გონსალესი (92), 2:0 ბირაგი (108)
გაძევება: კადუ (67. პლზენი)
პაოკ-ბრიუგე 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჟუდგლა (33), 0:2 ჟუდგლა (45)
ფენერბახჩე-ოლიმპიაკოსი 1:0 პენ. 2:3 (2:3)
გოლი: 1:0 ქაჰვეჩი (11)
გაძევება: ნტოი (120+3. ოლიმპიაკოსი)
1/2-ფინალში ხვდებიან
ასტონ ვილა-ოლიმპიაკოსი
ფიორენტინა-ბრიუგე
პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, განმეორებითი – 9 მაისს. ფინალს 29 მაისს ათენი უმასპინძლებს.