კონფერენციის ლიგის ფინალი, შეიძლება, ათენის ნაცვლად ბუდაპეშტში ჩაატარონ #1TVSPORT
კონფერენციის ლიგის ფინალი, შეიძლება, ათენის ნაცვლად ბუდაპეშტში ჩაატარონ #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის ფინალი, შესაძლოა, უნგრეთში გადაიტანონ, – იტყობინება სააგენტო NS-INFO.

ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ათენში „აია-სოფიას“ სტადიონზე უნდა გაიმართოს. წყაროს ცნობით, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ვერ იძლევიან გულშემატკივრებისთვის უსაფრთხოების გარანტიას საბერძნეთში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო.

ამ მიზეზით, კონფერენციის ლიგის ფინალი „ოლიმპიაკოსსა“ და „ფიორენტინას“ შორის, რომელიც 29 მაისს უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გადაიტანონ.