ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი რასმუს ჰოილუნი გახდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელი თავდამსხმელი, რასმუს ჰოილუნი დაასახელა.
21 წლის ჰოილუნი პირველი დანიელია, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაში თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო. ის ასევე გახდა მეორე ფეხბურთელი „მანჩესტერ იუინაიტედიდან“, რომელიც აღნიშნულ ჯილდოს მიმდინარე სეზონში დაეუფლა. პირველი ჰარი მაგუაიერი იყო.
დანიელმა თებერვალში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამდენ გოლში სხვა არცერთ ფეხბურთელს მიუღია პირდაპირი მონაწილეობა.
ჯამში, რასმუს ჰოილუნს პრემიერლიგის 2023/24 წლის სეზონში შვიდი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს. ის გასული წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ატალანტადან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა.