ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის ყველა ინდივიდუალური ჯილდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა მოიგეს #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის ყველა ინდივიდუალური ჯილდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა მოიგეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერ ლიგამ გასული თვე შეაჯამა. ნოემბრის ყველა ინდივიდუალური ჯილდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებს ერგოთ.

თვის საუკეთესო მწვრთნელი ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა. მისმა გაწვრთნილმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნოემბერში სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტენ ჰაგის გუნდს არცერთი გოლი არ გაუშვია. ნიდერლანდელი თვის საუკეთესოდ კარიერაში მესამედ დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელს რაც შეეხება, ეს ტიტული ჰარი მაგუაიერმა მიიღო. ფეხბურთელმა, რომელსაც ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ, წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა. სპეციალისტთა ნაწილი დაცვაში გუნდის საიმედოობას სწორედ მის კარგ თამაშს უკავშირებს. ინგლისელი მცველისთვის ეს ჯილდო პირველია კარიერაში.

საუკეთესო გოლად „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს გოლი დაასახელეს, რომელიც მან „ევერტონს“ გასვლით შეხვედრაში გაუტანა.