ინგლისის ნაკრებში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ბენ უაიტი შეცვლის #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ბენ უაიტი შეცვლის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შემცვლელი იპოვა, – იუწყება BBC.

ალექსანდრ-არნოლდის პოზიციაზე „ბრაიტონის“ ფეხბურთელი ბენ უაიტი ითამაშებს.

უაიტს ნაკრებში დებიუტი ცოტა ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ინგლისელები ამხანაგურ მატჩში ავსტრიას შეხვდენენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს – 1:0. სწორედ ამ მატჩში მიიღო ტრავმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა და ევრო 2020-ის გამოტოვება მოუწია.

კვირას, 13 ივნისს ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ხორვატიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.