ინგლისის ნაკრებში ოთხი დებიუტანტი გამოიძახეს
ინგლისის ნაკრებში ოთხი დებიუტანტი გამოიძახეს

ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ორი ამხანაგური მატჩი ელოდება ჰოლანდიისა (23 მარტი) და იტალიის (27 მარტი) ნაკრებების წინააღმდეგ.

ამ თამაშებისთვის ინგლისელთა დამრიგებელმა გარეტ საუტგეიტმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც ოთხი დებიუტანტია: ნიკ პოუპი, ჯეიმი ტარკოვსკი, ალფი მოუსონი და ლუის კუკი.

გუნდში არ არის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, რომელიც მაისამდე ვერ ითამაშებს ტრავმის გამო.

ინგლისის ნაკრების სრულ განაცხადს ასეთი სახე აქვს:

მეკარეები – ჯო ჰარტი (“ვესტ ჰემი”), ჯეკ ბატლენდი (“სტოკი“), ჯორდან პიკფორდი (“ევერტონი“), ნიკ პოუპი (“ბარნლი“).

მცველები – რაიან ბერტრანი (“საუთჰემპტონი“), ჯოზეფ გომესი (“ლივერპული”), ჰარი მაგუაირი (“ლესტერი”), ჯეიმს ტარკოვსკი (“ბარნლი“), ალფი მოუსონი (“სუონსი“), კირან ტრიპიერი, დენი როუზი (ორივე – “ტოტენჰემი”), კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი (ორივე – “მანჩესტერ სიტი”);

ნახევარმცველები – ჯეკ უილშირი (“არსენალი”), ჯეიკ ლივერმორი (“ვესტ ბრომვიჩი“), ლუის კუკი (“ბორნმუთი“), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), ერიკ დაიერი, დელე ალი (ორივე – “ტოტენჰემი”), ეშლი იანგი, ჯესე ლინგარდი (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა (ყველა – “ლივერპული”);

ფორვარდები – დენი უელბეკი (“არსენალი”), მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”).