ინგლისის ნაკრებში „ჩელსის“ ახალგაზრდები გამოიძახეს
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა დაასახელა ის 25 ფეხბურთელი, რომლებიც ევრო 2020-ის უახლოეს შესარჩევ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
პირველად ეროვნულ გუნდში მიიწვიეს „ჩელსის“ მცველი ფიკაიო ტომორი. ასევე მიიღო ეროვნულ გუნდში მიწვევა მისმა თანაგუნდელმა ტამი აბრაჰამმა, რომელმაც ჯერ ვერ გადაწყვიტა რომელ ნაკრებში ითამაშებს – ინგლისში თუ ნიგერიაში.
სრულად ინგლისელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები – ტომ ჰიტონი (ასტონი ვილა), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოული (ბარნლი);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ლესტერი), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), გარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), დენი როუზი (ტოტენჰემი), ფიკაიო ტომორი (ჩელსი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი);
ნახევარმცველები – როს ბარკლი (ჩელსი), ფაბიან დელფი (ევერტონი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჰარი უინქსი (ტოტენჰემი);
ფორვარდები – ტამი აბრაჰამი (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).
ინგლისის ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს სტუმრად შეხვდება ჩეხეთსა და ბულგარეთს.