ინგლისის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში რის ჯეიმსი დააკლდება #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში რის ჯეიმსი დააკლდება #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი რის ჯეიმსი ტრავმის გამო ინგლისის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება. დაზიანება მან პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლივერპულთან“ გამართულ შეხვედრაში (2:1) მიიღო.

როგორც ცნობილია, ტომას ტუხელმა მის ნაცვლად ნაკრებში „მანჩესტერ სიტის“ 20 წლის მარჯვენა მცველი ნიკო ო’რაილი გამოიძახა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენად სერიოზულია ჯეიმსის ტრავმა და რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს. ზუსტი დიაგნოზი და სავარაუდო დაბრუნების თარიღი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.