ინგლისის ნაკრებს მუნდიალის პირველ ტურამდე ტინო ლივრამენტო გამოაკლდა, მას ტრევო ჩალობა შეცვლის #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებს მუნდიალის პირველ ტურამდე ტინო ლივრამენტო გამოაკლდა, მას ტრევო ჩალობა შეცვლის #1TVSPORT

ინგლისის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ტინო ლივრამენტო ვეღარ დაეხმარება. ფეხბურთელმა საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო, რის გამოც მომავალი მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა მის შემცვლელად ლონდონის „ჩელსის“ უკანახაზელს, ტრევო ჩალობას უხმო. ახლადგამოძახებული მოთამაშე გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაემატება.

მსოფლიო პირველობის ჯგუფურ სტადიაზე ინგლისელების მეტოქეები ხორვატიის, განისა და პანამის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

პირველი მატჩი ინგლისს 18 ივნისს ხორვატიასთან ელის.