ინგლისის ნაკრების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დაასახელეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2024/25 წლების სეზონის ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამარჯვებული გულშემატკივრებმა ხმის მიცემით გამოავლინეს – ბელინგემი პირველ ადგილზე გავიდა, „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი მეორე იყო, ხოლო მესამე – მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი.
აღსანიშნავია, რომ ბელინგემი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ტიტული ინგლისის ფარგლებს გარეთ თამაშისას მოიპოვა. 2006 წელს ინგლისის ნაკრების წლის მოთამაშე მიუნხენის „ბაიერნის“ მოთამაშე ოუენ ჰარგრივზი გახდა.